logo
ENG



კომპანია meredian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

29 ოქტ 201909:55
3 წუთის საკითხავი
 
u9e9ik9tezdmybl.jpg

13:30-ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე კომპანია "Meridian Capital NL B.V-თან" ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ Meridian Capital NL B.V-ს საკუთარი გადაწყევტილების მიზეზები არ დაუსახელებია. 

„გუშინ შემოვიდა წერილი, რომლის საფუძველზეც, კომპანია ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობისგან თავს იკავებს. მიზეზები განმარტებული არ არის. კომპანიის მოწონება ან დაწუნება, სამართლებრივი პროცესია და ეს დასრულებული არ იყო. „მერიდიანმა“ გვთხოვა ყველა სამართლებრივი პროცედურის შეჩერება, სამწუხაროდ, მიზეზი ახსნილი არ იყო. გასვლაზე დასტურის მიცემა, უკავშირდება ალტერნატიული ინვესტორის შემოსვლას, ეს არის ასევე, სამართლებრივად გათვალისწინებული პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმმა წარმოადგინოს ადეკვატური ჩანაცვლება, ისეთი კომპანია, რომელიც როგორც ფინანსური და ტექნიკური, ისე გამოცდილების კუთხით, სრულფასოვნად ჩაანაცვლებს. პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესიც გადაჯაჭვულია ერთმანეთთან“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ კონსორციუმს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა წლის ბოლომდე აქვს.

09:55-საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ანაკლიის პროექტიდან "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, მასში მონაწილეობაზე უარს "Meridian Capital NL B.V-ც" აცხადებს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა "Meridian Capital NL B.V-ის" წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ "Meridian Capital NL B.V-ს" მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან "Meridian Capital NL B.V-ის" მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება,“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსტრუციუმმა საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა კომპანია "Meridian Capital NL B.V," ასევე „conti international-ის  ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა მიმდინარე წლის 29 ოქტომბერი იყო.


 


close დახურვა