logo
ENG



კომპანია ნისანის თანამშრომლების აქციას ბარსელონაში არეულობა მოჰყვა

28 მაი 202016:47
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია "ნისანის" თანამშრომლების აქციას ბარსელონაში არეულობა მოჰყვა. დემონსტრანტებმა საწარმოს შესასვლელები ბარიკადებით გადაკეტეს და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი სამუშაო ადგილების დაბრუნებას ითხოვენ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნისანმა" ბარსელონაში არსებული საწარმოს დახურვის და 2800 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის შედეგად მიყენებული ზარალია.  "ნისანმა" ფინანსური წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარით იზარალა. 


close დახურვა