logo
ENG



კომპანია საირმის თანამშრომლები გაიფიცნენ

13 თებ 202312:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/vmxeg05ccvk82hq.jpg

საირმე მინერალ ვოთერსის თანამშრომლები გაიფიცნენ. 30-მდე თანამშრომელი დაბალ ხელფასს და გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

"დამსაქმებელი ცდილობს, სხვადასხვა ადამიანით მოხდეს ჩანაცვლება და საწარმოს ფუნქციონირება. ამას ვერ ახერხებენ, ამ დრომდე პარალიზებულია. ჩვენი მიზანია, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქარხანა უფრო არ დააზიანონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათი განცხადებით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად უხდებათ მუშაობა. ისინი ხელფასის 30%-ით მატებასა და შრომის უსაფრთხო პირობებს მოითხოვენ - პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გაუმართავია ინფრასტრუქტურა, მათ შორის არ არის მოწესრიგებული ლიფტი და კომპანიაში სიცოცხლისთვის საშიში ელექტროგაყვანილობაა. 

ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, სანამ გაიფიცებოდნენ, მოლაპარაკებები მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. მისი თქმით, მედიაციის დროს იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. კომპანიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.


close დახურვა