logo
ENG



კომპანიიდან, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, პოლიციამ კომპიუტერები ამოიღო

23 ივლ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველებმა მტკიცებულებები ამოიღეს კომპანია "ზეგიდან", სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა.

საგამოძიებო მოქმედებები კომპანიაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. გამომძიებლებმა კომპანიის თანამშრომლების კომპიუტერები დალუქეს. გამომძიებლები არ საუბრობენ, რა რაოდენობის ტექნიკა წაიღეს და არის თუ არა კომპიუტერების გარდა სხვა სახის ნივთმტკიცებულებებიც

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს

 


close დახურვა