14 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. უბედური შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ გადატვირთულ გზაჯვარედინზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო რამდენიმე მანქანასა და ხალხს დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სატვირთოს მძღოლმა კონტროლი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო დაკარგა. ექიმები დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.