logo
ENG



კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში სტიქიას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

27 ნოე 201909:13
3 წუთის საკითხავი
 
5ff6ezu7uyjgsoy.jpg

40-მდე ადამიანი დაიღუპა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში სტიქიის შედეგად. ჭარბ ნალექს მეწყერი მოჰყვა. დანგრეულია საცხორებელი სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

სახელმწიფოს ოფიციალური უწყების განმარტებით, დაკარგული ადამიანების საპოვნელად სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში უხვი ნალექი ხშირია. თითქმის თორმეტ მილიონიანი ქალაქის ინფრასტრუქტურა გაუმართავია, რასაც ხშირად ადამიანების სიცოცხლე ეწირება.


close დახურვა