კონგრესის ქვედა პალატა დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის საიმპიჩმენტო ბრალს წაუყენებს - განცხადება ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და პრეზიდენტი კანონმდებლებს სხვა გზას არ უტოვებს. ნენსი პელოსის ამ განცხადებას წინ უძღოდა იურიდიული კომიტეტში პრეზიდენტის წინააღმდეგ სავარაუდო ბრალდებებზე მსჯელობის დაწყება.
საიმპიჩმენმტო გამოძიება ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. დემოკრატები პრეზიდენტს ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლის მოხდენაში ადანაშაულებენ.