logo
ENG



კონგრესმა კაპიტოლიუმიდან კონფედერატების ძეგლების დემონტაჟს მხარი დაუჭირა

23 ივლ 202011:04
3 წუთის საკითხავი
 
313z44sssmu00cg.jpg

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კაპიტოლიუმის შენობიდან კონფედერატების ძეგლების დემონტაჟს ითვალისწინებს. 

კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართა. კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსია, ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა - 305 ხმით 113-ის წინააღმდეგ. მას 72-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. 

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე ის ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი.

კანონპროექტი აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის გაგრძელებაა, რომელიც დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ემსხვერპლა. ფლოიდის სიკვდილის შემდგომ აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არაერთ ქალაქსა თუ შტატში დემონსტრანტებმა იმ ისტორიული პირების ძეგლები ჩამოაგდეს, რომლებიც მონებით ვაჭრობის ინდუსტრიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

 

 


close დახურვა