logo
ENG



კონკურსი თავისუფალი ლიტერას მოკლე სია 17 იანვარს გახდება ცნობილი

16 იან 202217:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/16/sztw66842rdek3e.jpg

17 იანვარს ცნობილი გახდება კონკურსი თავისუფალი ლიტერას მოკლე სიის ნომინანტთა ვინაობა. სიას ტელეკომპანია ფორმულას დილის ეთერში პენცენტრის წარმომადგენლები, პაატა შამუგია და გვანცა ჯობავა გაასაჯაროებენ. 

თავისუფალი ლიტერა პრემია ლიტერას მხარდამჭერი კონკურსია. კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც წლევანდელ უკვე ჩაშლილ ლიტერაზე იყო წარდგენილი. კონკურსის შედეგებს აფასებს ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით გამოვლინდება.

გასული წელს ლიტერატურული პრემიერა ლიტერა ჩაიშალა, რადგან ის ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

პროტესტის მიზეზი გახდა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ წელს პირველად ჟიურის მეხუთე წევრს თვითონ დანიშნავდა. 

მწერალთა სახლში განაცხადეს, რომ თეა წულუკიანის მიერ ჟიურის წევრის დანიშვნის შემდეგ მათ სამინისტროსთან კომუნიკაციას ეცადნენ, თუმცა ამას უწყებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაეწვიათ. თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ "ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვთ, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი სამინისტროს წარმომადგენელია". 


close დახურვა