მამუკა მდინარაძის კაბინეტში ვერაფერზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ომბუდსმენობის კანდიდატის შესარჩევად, უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია და ოცნება პარასკევს კიდევ ერთხელ ეცდება, დააახლოოს პოზიციები, მაგრამ წინასწარი განწყობები ცნობილია, ივანიშვილის გუნდისთვის სამოქალაქო სექტორისა და ოპონენტების რჩეულები კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ შესაძლებელია, პარასკევს დაგეგმილი შეხვედრაც მხოლოდ შეხვედრის მიზანს ემსახურებოდეს.
კონსენსუსის უშედეგო მცდელობა
13 დეკ 202220:04
3 წუთის საკითხავი
