თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალი რექტორი ჰყავს. ოთხ რეგისტრირებულ კანდიდატს შორის 7-კაციანმა აკადემიურმა საბჭომ ნანა შარიქაძე აირჩია. საარჩევნო პროცესი თბილისის კონსერვატორიაში დილის 10 საათიდან კანდიდატების სამოქმედო გეგმისა და პროგრამის პრეზენტაციით დაიწყო. კომისია თითოეულ კანდიდატს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უსმენდა. განაცხდი რექტორის კონსერვატორიის მსრუველობაზე ნანა შარიქაძემ, ირაკლი ცინცაძემ, ნინო ჟვანიამ და თამარ ჩხეიძემ შეიტანეს
კომისიის წევრები ამბობდნენ რომ 4 კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ. მაღალი კონკურენციის პირობებში, მათი თქმით, გამარჯვების შანსი კანდიდატებს შორის თითქმის თანაბარი იყო. თუმცა, „ფორმულას“ ინფორმაციით, კონსერვატორიის თანამშრომელთა და სტუდენთა ნაწილს მოლოდინი ჰქონდა, რომ შესაძლოა არჩევნები ასევე მოქმედ თანამშრომელს და ერთ ერთ კანდიდატს თამარ ჩხეიძეს მოეგო. მედიის ინფრომაციით, თამარ ჩხეიძე წლების წინ ბიძინა ივანიშვილის შვილის მასწავლებელი იყო. ამ კითხვამ თამარ ჩხეიძე გააღიზიანა და ჟურნალისტები პასუხის გარეშე დატოვა
ნანა შარიქაძემ კონკურენტ კანდიდატებს 4 ხმით მოუგო და რექტორის თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.