დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ზუსტ რაოდენობას პოლიცია, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს.
პოლიციის ცნობით, თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 22 წლის კაცი, რომელიც დანიის მოქალაქეა. ამ დროისთვის მოტივი უცნობია, თუმცა პოლიცია ტერორისტულ აქტს არ გამორიცხავს.