ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებას კომიტეტის დარბაზიდან ჟურნალისტების გაძევების შესახებ, მკაცრი კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობოების მხრიდანაც. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა არასათანადო ძალა, რაც მიუღებელია.
"პირველ რიგში ჩვენ რაც ვნახეთ დღეს ჟურნალისტების მიმართ მოპყრობა ძიუდოს და რაგბის ილეთებით გაიყვანეს ადამიანები ამ დარბაზიდან და ამ ფონზე კომიტეტმა გადაწყვიტა ემსჯელა ხალხზე, ვინც არიან კლანის წევრნი, მისი მხარდამჭერი მოსამართლეები, რომლებიც ყველა ხელისუფლებას ემსახურება",-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.