logo
ENG



კოჟორიძე: ხვალ სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

07 დეკ 202120:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/07/2cs2spifcaqu4sd.png

ხვალ 15:00 საათზე სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ვასაჯაროებთ ქ.ხალვაშის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას. ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად, ჩვენებაში წერია, რომ ხალვაშმა 2004 წელს რ2 შეიძინა აქიმიძე-დვალისგან, ხოლო თანხა გადაუხადა ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს (შსს მინისტრები). ქ.ხალვაშის მხარე სასამართლოზეც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ არაფერი უცნაური აქ არ წერია და ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც ამ ჩვენების დამწერს კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვლის!" - წერს კოჟორიძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კომპანიის კუთვნილი წილების დაბრუნებას მოითხოვენ. 

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, 2006 წელს მას წილები იძულებით დაათმობინებს, რაზეც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო დავა დაიწყო. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია 2019 წლის ზაფხულში გადაიფორმა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის სარჩელი. ამავე წელს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს.

სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი.


close დახურვა