მგზავრების შემოწმება კორანავირუსის სიმპტომებზე დღეიდან ქუთაისსა და ბათუმის აეროპორტებშიც დაიწყება, ასევე სადახლოს სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე. ამის ინფორმაცია "ფორმულას" ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
გუშინ საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა თბილისის აეროპორტშიც. განსაკუთრებული ყურადღება შემოწმების დროს ტრანზიტულ მგზავრებს მიექცევათ. მათ დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურას გაუზომავენ და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალური ზომები იქნება მიღებული.