logo
ENG



კორეიდან ჩამოსულ მამაკაცს, კორონავირუსი არ დაუდგინდა

21 თებ 202007:58
3 წუთის საკითხავი
 

კორეიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადყოფოში, ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ინფექციური საავდმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 55 წლის კაცი ტემპერატურის მატების გამო ხაშურის საავადმყოფოში მივიდა, საიდანაც თბილისში გადმოიყვანეს.

კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია აქვს და მკურნალობას სახლში განაგრძობს. 

ახალი კორონავირუსით ინფექცია არ დაუდგინდა. მას აქვს ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომლის მკურნალობაც აქ დავიწყეთ. მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ მას არ აქვს კორონავირუსი, დაჟინებით მოითხოვა გაწერა. ჩვენ ვურჩიეთ, რომ დარჩენილიყო კიდევ რამდენიმე დღე, თუმცა კლინიკა მაინც დატოვა. გავეცით ყველა შესაბამისი რეკომენდაცია და უკვე ხაშურში გააგრძელებს მკურნალობას, ჩვეულებრივ კლინიკაში", - განაცხადა ცერცვაძემ. 


close დახურვა