კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოაგზავნეს, - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
"ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ," - წერს ბერძენიშვილი.
საელჩოს ინფორმაციით, ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია - SD Biosensor, Inc. საქართველოში კოვიდ 19-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს ახორციელებს.