logo
ENG



კორონა-კრიზისი და მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტები

30 ნოე 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვებული პაციენტი გარდაცვლილი ქუჩაში დილით იპოვეს. გორში ინფიცირებულის დაღუპვის მიზეზი სასწრაფოს დაგვიანება გახდა. კორონა-კრიზისზე საუბრობენ ექიმები და საველე ჰოსპიტალების გახსნას მოითხოვენ. განსაკუთრებულად რთულია ვითარება რეგიონებში. ადგილების არარსებობის გამო სასწრაფოს ექიმებს პაციენტთა მომსახურება კლინიკების ეზოებში უწევთ. არიან ისეთი კოვიდინფიცირებულებიც, ვინც ადგილის გათავისუფლებას და პირველად სამედიცინო დახმარებას საკუთარ ავტომობილში, კლინიკის სადგომზე ელოდება.


close დახურვა