logo
ENG



კორონავირუსი - ისრაელის ახალმა პარლამენტმა ფიცი ცარიელ დარბაზში დადო

17 მარ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის ახალმა პარლამენტმა ფიცი ცარიელ დარბაზში დადო.  პანდემიის ფონზე ქვეყანაში  შემოღებული აკრძალვების გამო , საზეიმო შეკრების ნაცვლად, პარლამენტარები ფიცის დასადებად დარბაზში სამ-კაციან ჯგუფებად შემოდიოდნენ.

სულ ისრაელის პარლამენტში 120 დეპუტატია. ფიცის დადების ცერემონიის დასრულებას 40 რაუნდი დასჭირდა. ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი უკვე მესამედ აირჩიეს. წინა ორმა პარლამენტმა მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლო. 


close დახურვა