თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, გავრცელებული ინფორმაციით ის მერიის თანამშრომელია. რეგიონში ამ დროისთვის კოვიდ19-ის 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 12 კი თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. უკვე მეორე დღეა მუნიციპალური ცენტრი ჩაკეტილია. ქალაქში შესვლა-გამოსვლა ოთხი ბლოკ-პოსტის მეშვეობით კონტროლდება. კარანტინია გამოცხადებული თეთრიწყაროს საავადმყოფოში, სადაც კოვიდ-19 ექთანს დაუდგინდა.