კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა - განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ვირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 31 ინფექციურში რეგისტრირდება. მათგან 1 უკვე სახლშია გაწერილი, 30 კი რჩება კლინიკაში.
38 ინფიცირებულიდან 31 მოქალაქე ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. აქედან 1 უკვე გაშვებულია თვითიზოლაციაში და ამ ეტაპზე გყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთი დაინფიცირებული ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტებია. ინფიცირების წყარო დადგენილია. 4 დაინფირებულიდან ჩვენთან წევს მხოლოდ ორი და მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ზოგადად ვირუსის საწყის ეტაპზე ვითარება სტაბილურია. მათ შეენიშნებათ დაბალი ტემპერატურა და მინიმალურად გამოხატული კლინიკა. პნევმონია არ აღენიშნებათ. ვნახოთ მომდევნო დღეებში როგორი დინამიკა გვექნება,"-აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მისი თქმით, მათ კორონავირუსი გუშინ, 17 მარტს დღის მეორე ნახევარში დაუდასტურდათ. რაც შეეხება კიდევ ორ დაინფიცირებულ პაციენტს მისთვის უცნობია, სად არიან ისინი მოთავსებულნი.