logo
ENG



კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს გამოუვლინდა

22 მარ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 
nvc2b1gsqacr8nd.jpg

ვებგვერდ stopcov.ge-ზე, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს,  კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს 54 მოქალაქე მიიჩნევა ოფიციალურად დაინფიცირებულად. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაავადებულთაგან, ამ დროისთვის, 2  გამოჯანმრთელდა. სულ კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია გადაყვანილი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 იმყოფება.

დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 


close დახურვა