კორონავირუსით ბელგიაში 12 წლის გოგო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP news agency ავრცელებს. 12 წლის გოგოს გარდაცვალება ბელგიის ხელისუფლებამ სამშაბათს დაადასტურა.
ბელგიაში ეს კორონავირუსით მოზარდის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ამ დრომდე გარდაცვლილებიდან ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 30 წლის იყო.
ამ დროისთვის ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 12 705 შემთხვევაა დაფიქსირებული. 705 კი გარდაცვალების შემთხვევა დასტურდება.