მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 400-ით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2 345-ს მიაღწია.
ვირუსის 142 ახალი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ კორეაში, იტალიის ორ რეგიონში კი დაავადება კიდევ 16 ადამიანს დაუდგინდა. იტალიის ხელისუფლებამ პირველი გარდაცვლილის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. ის 78 წლის მამაკაცია.
დღეს უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი ჩადის. მისია აქამდე მხოლოდ პეკინსა და ჩინეთის კიდევ ორ ქალაქში მუშაობდა.