კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2 მილიონ 60 ათასს მიაღწია. დაავადებას 137 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანამ პიკი უკვე გადალახა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ევროპაში კი შეზღუდვების მაისის დასაწყისამდე გახანგრძლივებაზე საუბრობენ.