logo
ENG



კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა

04 აპრ 202020:05
3 წუთის საკითხავი
clock 429

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ ას ორმოცი ათასს გადააჭარბა. აქედან 61 ათასი გარდაცვლილია.

ესპანეთმა საგანგებო სიტუაცია თვის ბოლომდე გაახანგრძლივა. ქვეყნის უდიდესი ქალაქები კვლავ ცარიელია. დაავადებულ მედიკოსთა რაოდენობა ათასით გაიზარდა იტალიაში.

კვლავ რთული მდგომარეობაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც საავადმყოფოებში სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი იწურება.

რამდენიმე ქალაქი ჩაიკეტა თურქეთში. ქვეყანაში ვირუსის გამო შეზღუდვები გაამკაცრეს. ქვეყნის უდიდეს დასახლებულ პუნქტებთან პროდუქტით სავსე სატვირთოები დგანან. ცარიელია სტამბოლიც. ქალაქში ყველა მაღაზია  და ოფისი დახურულია. არ მუშაობს საჯარო ტრანსპორტი. ლოცვა შეწყდა მეჩეთებში. 


close დახურვა