logo
ENG



კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

09 მარ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირებულთა რიცხვმა 15-მდე მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდი ავრცელებს

როგორც „ფორმულასთან“ საუბარში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, ორიდან ერთი დაინფიცირებული ე.წ. იტალიურ კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთს საზღვარგარეთ ყოფნის დროს იტალიის მოქალაქესთან ქონდა შეხება. ენდელაძის თქმით, ორივე დაინფიცირებული ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

გარდა ამისა, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51. 

 

 


close დახურვა