მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება.
იტალიაში აღნიშნული მაჩვენებელი 400-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც ასაკოვანი იყო. საშიში ვირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მხოლოდ გუშინ 433 ადამიანი დაინფიცირდა ჩინეთში, აქედან 29 კი დაიღუპა. ინფექციის 334 ახალი შემთხვევა დაადასტურა სამხრეთ კორეამაც. მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 40 ქვეყანაში 80 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. ვირუსმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. აქედან დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის. ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება გასული წლის დეკემბერში დაიწყო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ 30 იანვარს გამოაცხადა.