საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 244 ტესტი გაკეთდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.