კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და საქართველოში Covid-19 უკვე 188 ადამიანს უფიქსირდება. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კარანტინის რეჟიმში 5056 პირი მყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 386 ადამიანია. გამოჯანმრთელებულია 36 პირი.
2 დღის წინ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ვირუსით სულ 2 მოქალაქეა გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში მოქმედებს კარანტინი და საკომენდანტო საათი.