საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 2 ფაქტი დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, დაინფიცირებულებს შორის ბავშვები არ არიან. მან ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთი დაინფიცირებული ქალი 80 წელს არის გადაცილებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 40 მოქალაქეა ვირუსით დაინფიცირებული.