საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 895 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან სრულად განიკურნა 741 ადამიანი, 14 კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 710 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267.