logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 677-მდე გაიზარდა

16 მაი 202010:22
3 წუთის საკითხავი
 
np1wzbf5mba07nq.jpg

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 677 შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი. 677 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.


close დახურვა