კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვის სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ფორმულას კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელიძემ დაუდასტურა. მისივე ცნობით, მოზარდი დღეს დილით გარდაიცვალა.
31 ოქტომბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 22 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 881 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 11 206 PCR ტესტი ჩატარდა.