საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 016 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 798 ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 664 პირი ემსხვერპლა.