logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 206 ახალი შემთხვევა

04 ნოე 202110:38
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 206 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 469 აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 615 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია  10,71%, ბოლო 14 დღის - 9,34%, ბოლო 7 დღის - 9,77%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 10 238 ადამიანი ემსხვერპლა.

 


close დახურვა