logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 515 შემთხვევა

15 სექ 202110:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 941 აცრა. სრულად აცრილია 641 352 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 32 207 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.32%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი- 869
  • აჭარა - 159
  • იმერეთი - 393
  • ქვემო ქართლი - 151
  • შიდა ქართლი - 143
  • გურია - 61
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251
  • კახეთი - 338
  • მცხეთა-მთიანეთი - 61
  • სამცხე-ჯავახეთი - 64
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 347 პირი ემსხვერპლა.


close დახურვა