ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაიცვალა კიდევ 76 ადამიანი.
ჯამში ვირუსს საქართველოში 7 251 პირი ემსხვერპლა.
ჩატარდა 25 217 ტესტი.
28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.15%.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ის სულ 543 118 შემთხვევა დადასტურდა.
28 აგვისტოს აიცრა 20 678 ადამიანი;
სრულად აცრილია 374 870 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.1%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა - 385, იმერეთი - 327, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 245, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 168.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 700, აჭარაში - 162, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.