![კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 109](/uploads/news/koronavirusi1.jpg)
საქართველოში კორონავირუსით დღეს, 14 ოქტომბერს, კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
გარდაცვალების 7 შემთხვევიდან 4 აჭარაში, 3 კი თბილისშია. ქვეყანაში ვირუსით სულ 109 ადამიანია დაღუპული.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 159 ადამიანი გამოჯანმრთელდა.