კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა - დღეის მდგომარეობით ქვეყანაში Covid-19 97 პაციენტს უდასტურდება. ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ვირუსით დაავადებული 18 მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გამკაცრებულია ზომები სამეგრელოშიც.