logo
ENG



კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა

12 აგვ 202010:08
3 წუთის საკითხავი
 
4ynlidkprufkbej.jpg

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 ლენჯერიდანაა. ინფორმაცია "ფორმულას" მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა დაუდასტურა.

"ამჟამად მესტიაში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფია გასული, რომლებიც ველზე მუშაობენ. სამ სოფელში 11-ის ნახევრიდან დაიწყება სამუშაო პროცესი. უშგულში ასულია 2 ჯგუფი", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1278 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1058 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.

ცნობისთვის,  უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მესტიაში საკარანტინო შეზღუდვებისა და რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღო


close დახურვა