საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში 29 024 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 185 ანტიგენი, 17 839 კი PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.72%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 904, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 146,
- იმერეთი - 79,
- ქვემო ქართლი - 54,
- შიდა ქართლი - 39,
- გურია - 31,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 99,
- კახეთი - 45,
- მცხეთა-მთიანეთი - 28,
- სამცხე-ჯავახეთი - 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.