საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 778 აცრა ჩატარდა. სრულად აცრილია მოსახლეობის 26,3%.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.46%.
ბოლო 24 საათში 25 692 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.