logo
ENG



კორონავირუსის 1 972 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, ჩატარდა 13 699 ტესტი

24 დეკ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 737 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, გასულ დღე-ღამეში 13 699 ტესტი ჩატარდა, მათგან 6 553 PCR, ხოლო 7 146 ანტიგენი.

ინფიცირების ყველაზე მეტი - 920 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით კი ასე გადანაწილდა: 

  • აჭარა 139;
  • იმერეთი 279;
  • ქვემო ქართლი 112;
  • შიდა ქართლი 145;
  • გურია 30;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი 120;
  • კახეთი 117;
  • მცხეთა-მთიანეთი 57;
  • სამცხე-ჯავახეთი 32;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 21.

ამ დროისთვის 1 068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.


close დახურვა