მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.
24 საათში 6 593 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 3 887 ანტიგენი, 2 706 კი PCR.
მათი ცნობით, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დადასტურებულია 262 228 შემთხვევა, საიდანაც 254 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 298 კი გარდაიცვალა.