საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი.
stopov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 6,9%, ბოლო 14 დღის - 5,53%, ბოლო 7 დღის - 5,31%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 9 075 აცრა ჩატარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა.
