18 ოქტომბისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი. განახლებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, დღიურად ჩატარდა 25 385 ტესტი.
ბოლო 24 საათში დღიურად ჩატარდა 2 260 აცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი ემსხვერპლა.