logo
ENG



კორონავირუსის 3 141 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა

28 ივლ 202110:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 3141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

28 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 432 795 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 144 222 ადამიანი

ბოლო 24 საათში აცრილია 14 210 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 40 553 კვლევა, მათ შორის 23 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 311 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 7,75%, ბოლო 14 დღის - 6,28%, ბოლო 7 დღის - 6,92%

დღეს გამოვლენილი ინფიცირების  3 141 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 1 648 
  • აჭარა - 438
  • იმერეთი - 270
  • ქვემო ქართლი - 152
  • შიდა ქართლი - 132
  • გურია - 54
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139
  • კახეთი - 186
  • მცხეთა-მთიანეთი -70
  • სამცხე-ჯავახეთი - 43
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  410 830-ს. 


close დახურვა