საქართველოში კორონავირუსის 4472 ახალი შემთხვევიდან 1784 - თბილისში გამოვლინდა, 683 - აჭარაში, 662 - იმერეთში.
დანარჩენ რეგიონში განაწილება ასეთია:
- ქვემო ქართლში-292;
- შიდა ქართლში-192;
- გურიაში-123;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში-247;
- კახეთში-228;
- მცხეთა-მთიანეთში-127;
- სამცხე-ჯავახეთში-93;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.