საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 61 ადამიანი. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
ბოლო 24 საათში 53 440 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 7,59%, ბოლო 14 დღის - 9,01%, ბოლო 7 დღის - 9,03%.
გუშინ საქართველოში 10 179 აცრა ჩატარდა. 23 ნოემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33%.